17 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ქვემო ქართლის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა ქვემო ქართლის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. სალომე ზურაბიშვილმა გარდაბანში საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტმა ქალაქის მოედანზე შეკრებილ ადგილობრივებს სიტყვითაც მიმართა. ის დღეს ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მონახულებასაც გეგმავს.

„მე ვარ ამაყი, რომ ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც ყველას შეუძლია ცხოვრება, სადაც სხვა და სხვა წარმოშობის, სხვა და სხვა რელიგიის ადამიანები ერთად ცხოვრობენ . მე ვიცი, რომ მათ შორის არანაირი კონფლიქტი კი არა, არანაირი უთანხმოება არ არსებობს,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები