მიხეილ რამიშვილი შემოქმედებითი საღამოსთვის ემზადება. უახლოეს დღეებში "შოკოლადი-მუზეუმ"-ში მისი და ოთარ რამიშვილის ერთობლივი ნაწარმოებების მუსიკალური საღამო გაიმართება, რომელშიც ასევე, ოთარ რამიშვილის მეგობრებიც მიიღებენ მონაწილეობას.
საღამოზე, როგორც ცნობილი, ასევე მსმენელისთვის აქამდე უცნობი სიმღერები გაჟღერდება.
„გადავწყვიტე ამ საგაზაფხულოდ, ასე რომ ვთქვათ, პატარა შემოქმედებითი საღამო ჩავატარო, სადაც იქნება როგორც მამაჩემის, ასევე ჩემი გარკვეული სიმღერები. მინდა, რომ ეს საღამო ისეთივე ტკბილი იყოს, როგორც შეესაბამება სიტკბოებას და მით უმეტეს შოკოლადს,“- ამბობს რამიშვილი.