17 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
ახალი რეგულაციები თბილისელებისთვის - მერია დაუსრულებელ კორპუსებში შესახლებას კრძალავს

დედაქალაქის მთავრობა ახალ შეზღუდვებს აწესებს - ახალ კორპუსებში, ვიდრე მშენებლობას მერია ექსპლუატაციაში არ მიიღებს, ხალხი საცხოვრებლად ვერ გადავა. უცნობია, რა ბედი ეწევა იმ კორპუსებს, რომლებსაც წლებია ექსპლუატაციაში არ იღებენ ცხოვრება საშიშია, თუმცა იმის გამო რომ წასასვლელი არსად აქვთ, ხალხი მაინც ცხოვრობს.

დაუსრულებელ კორპუსში, რომელიც 11 სართულიანია, ლიფტის შახტა ღიაა, არ არის განათება სადარბაზოებში, სარდაფში წვიმის დროს დგება წყალი, ეზოში ყრია სამშენებლო ნარჩენები, დგას ამწე და სამშენებლო ღობეც ამ დრომდე არ მოუხსნიათ. ამის მიუხედავად, კორპუსში 50-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, მათ იქ ყოფნას არავინ უკრძალავს, არადა ცხოვრება საშიშია.

კანონში ჩანაწერი, რომ ექსპლუატაციაში ჩაუბარებელ კორპუსში ადამიანების ცხოვრება არ შეიძლება, უკვე 10 წელია არ არსებობს. 10 წელია ყველა მერი ამ გადაწვეტილებას წინამორბედ მთავრობას აბრალებს, თუმცა თავად არც კანონი შეუცვლია და არც ალტერნატიული ფორმა გამოუყენებია, რომლის მიხედვითაც, კომპანიას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაჯარიმებით აიძულებდა მობინადრეებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გადაეცა.

მხოლოდ მიმდინარე წელს, ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს 281 განცხადებით მიმართეს, მათგან 135 ობიექტს ჩაბარებაზე უარი ეთქვა, თუმცა იქ მობინადრეებისთვის ცხოვრება არავის აუკრძალავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ობიექტებში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული არ არის.

 

დღის ამბები