17 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
აქცია ელმავალმშენის წინააღმდეგ - თანამშრომლები სახელფასო დავალიანების დაფარვის მიზნით შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავენ

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლებმა საპროტესტო აქციები ისევ განაახლეს. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, დასაქმებულები 6 თვიანი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მათი თქმით, დირექციამ კვლავ არ შეასრულა პირობა იმის შესახებ, რომ  17 მარტამდე სახელფასო დავალიანებებს გაისტუმრებდნენ. გაფიცულებმა დღეს ადმინისტრაციის წარმომადგენლები შენობაში არ შეუშვეს. ისინი ასევე, სახელმწიფოს ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომელთა პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

 

დღის ამბები