17 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
იტალიაში მძღოლმა სკოლის ავტობუსი გაიტაცა და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა - მსუბუქად დაშავდა 14 მოსწავლე

იტალიაში მძღოლმა სკოლის ავტობუსი გაიტაცა. შემთხვევა მილანის მახლობლად მოხდა. ავტობუსში 50-ზე მეტი მოსწავლე იმყოფებოდა. მძღოლის მუქარის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა მშობლებთან დარეკვა მოასწრო, რომლებმაც პოლიცია გამოიძახეს.

სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ თავდამსხმელმა ავტობუსს ცეცხლი წაუკიდა, თუმცა პოლიციამ მოზარდების დროულად გადარჩენა შეძლო. შემთხვევის შედეგად 14 მოსწავლე მსუბუქად დაშავდა. დაკავებულია მძღოლიც.

დამნაშავე წარმოშობით სენეგალელი იტალიის მოქალაქე აღმოჩნდა. გავრცელებული ცნობით, 47 წლის მამაკაცი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იტალიის საემიგრაციო პოლიტიკისა და ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დაღუპვის გამო.

დღის ამბები