სროლა ოზურგეთში - საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს. მანქანა, რომელსაც ნატყვიარი ეტყობა, სამხარეო პოლიციის ეზოშია გადაყვანილი. პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი „კურიერს“ განუცხადეს, რომ ინციდენტი 19 მარტს, ღამით მოხდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სოფელ ძიმითში გადამოწმების მიზნით მანქანა შეაჩერა, მისმა მგზავრმა პოლიციის მანქანის მიმართულებით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებას დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებია, საქმე ორი მუხლითაა აღძრული, რაც ძალოვანი უწყების თანამშრომელზე თავდასხმას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.