17 ნოემბერი 2024,   14:56
ვრცლად
ნეპოტიზმი აჭარის მთავრობაში - ენმ თანამდებობის პირთა სიას ასაჯაროებს 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ასმათ დიასამიძე ნეპოტიზმის შესახებ საუბრობს. აჭარის  უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, აჭარის მთავრობის იმ წევრების სია წარადგინა, რომლებსაც  საკუთარი ოჯახის წევრები და ნათესავები მაღალ თანამდებობებზე ჰყავთ დასაქმებული.

ყველაზე დიდი წარმომადგენლობა აჭარის მთავრობის აპარატის უფროსს არჩილ ჩიქოვანს ეკუთვნის. აპარატის უფროსის ოჯახის ყველა წევრი და მეგობრები უმაღლეს თანამდებობას იკავებენ.

„ამ საქმეში თავისი ნათესავების, ახლობლების, მეგობრების დასაქმებაში ლიდერია მთავრობის თავმჯდომარის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი და მოგეხსენებათ, აღარ დარჩა ნათესავი, რომელიც მას მაღალ თანამდებობაზე არ დაენიშნა. ცოლი, ცოლის ძმა, თავისი ძმა, მეგობრები, მეჯვარეები, მეჯვარის ძმა, არავინ დავიწყებია არჩილ ჩიქოვანს. მინდა შევახსენო მთავრობას მათი დაპირება და მათი ვალდებულება, რომ იფიქრონ მოსახლეობაზე, იფიქრონ ხალხზე,“- განაცხადა დიასამიძემ.

დღის ამბები