17 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
"არ დატოვო მიღმა" - მერვე წელია საქართველო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

უკვე მერვე წელია საქართველო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წლევანდელი მსოფლიო სლოგანია - "არ დატოვო მიღმა", თუმცა ყველა ქვეყანას თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება, როგორ დაასრულებდა ამ სლოგანს.

საქართველოს არჩევანი წელს ასეთია - არ დატოვო განათლების მიღმა. პრეზენტაციაზე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების უკეთეს მომავალსა და მზის შვილების განვითარებაზე ისაუბრეს.

„წლევანდელი სლოგანია, არავინ დატოვო მიღმა, რაც შეიძლება ვიგულისხმოთ, ჩვენ ესე მოვარგეთ, რომ არავინ დატოვო განათლების მიღმა/ ამიტომ, მაქსიმალურად შევეცდებით, წელს კიდევ უფრო ფუნდამენტურ ნაბიჯები გადავდგათ ამ მიმართულებით. თუმცა, უკვე ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თუნდაც ინკლუზიის მიმართულებით და აქვს ამას შედეგები, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რა პროგრესსაც განიცდის დასავლეთი და ევროპა,“ - განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეუღლემ, მაკა ჩიჩუამ. 

დღის ამბები