03 ოქტომბერი 2024,   19:32
ვრცლად
ქობულეთში მუსლიმთა სასწავლებელთან აქცია გრძელდება

ქობულეთში მუსლიმთა სასწავლებელთან აქცია კვლავ მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა სასწავლებლის დახურვას მოითხოვს. აქციის მონაწილეებს აჭარის მუფტი შეხვდა. კონსტრუქციული დიალოგი, რომელიც კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა - ასე აფასებს გამართულ მოლაპარაკებებს ჯემალ პაქსაძე. აჭარის მუფტი მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგნებთან და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრას დღესაც გეგმავს. შეუთანხმებლობის მიუხედავად პაქსაძე შედეგით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები საერთო ენას გამონახავენ. 

დღის ამბები