17 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
საბურთალოზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ვაჟა ფშაველას გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

სამშენებლო ამწის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად Nissan Tiida-ს მძღოლი და ქვეითი გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

როგორც რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან 10 წლამდე.

ამავე თემაზე
დღის ამბები