03 ოქტომბერი 2024,   06:44
ვრცლად
საჯარო გამოსვლის კონკურსში გამარჯვებულები დღეს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დააჯილდოვეს

საჯარო გამოსვლის კონკურსი - "კაპიტოლიუმი" დასრულდა. გამარჯვებულები დღეს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დააჯილდოვეს.

პროექტი სტუდენტური ინიციატივაა და ამერიკის შეერთებული შტატების 9 პრეზიდენტის მოღვაწეობის შესახებ ნამუშევრის მომზადებასა და სიტყვით წარდგენას ითვალისწინებდა. გამარჯვებულები ორ კატეგორიაში - სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს შორის გამოვლინდნენ.

დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სკაიპით ჩაერთო და სტუდენტებსა და მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა. გამარჯვებულებს სიგელები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულ ორ მონაწილეს კი საჩუქრად კომპიუტერები გადაეცა.

დღის ამბები