17 ნოემბერი 2024,   15:03
ვრცლად
შეწყდება თუ არა სოცმუშაკების გაფიცვა - ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართება

შეწყდება თუ არა სოციალური მუშაკების გაფიცვა, ეს ჯანდაცვის სამინისტროში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზეა დამოკიდებული. აქციის მონაწილეები დავით სერგეენკოს შეხვდებიან. უწყებას მზად აქვს ოთხპუნქტიანი გეგმა, რომლითაც სოციალური მუშაკების პრობლემების გადაჭრას გეგმავს. მათ შორის იგეგმება, ტრანსპორტის და სოცმუშაკების დამატება, ასევე საქმეთა რაოდენობის განსაზღვრა. თავის მხრივ სოციალური მუშაკები 6 ძირითად მოთხოვნას აყენებენ, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაშიც, პროტესტი გაგრძელდება.

"ეს არის ფსიქოლოგის მოთხოვნა, ინფრასტრუქტურის გამართულობა, ტრანსპორტირება, საპროცესო წარმომადგენლობის ჩამოშორება... ამ საკითხებთან დაკავშირებით პრიორიტეტები ჩამოიწერება,"-აცხადებს სოციალური მუშაკი, გვანცა შეროზია. 

დღის ამბები