ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სტუდენტებსა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს განათლების მასშტაბური რეფორმის დეტალები გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა. მამუკა ბახტაძემ ბიუჯეტში განათლების პრიორიტეტულობის ასახვის აუცილებლობასა და 21-ე საუკუნეში ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.