17 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
გაფიცულ სოცმუშაკებთან ჯანდაცვის სამინისტრო შრომით ურთიერთობას დროებით წყვეტს - საია უწყების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

გაფიცულ სოცმუშაკებთან ჯანდაცვის სამინისტრო შრომით ურთიერთობას დროებით წყვეტს. სოციალური მომსახურების სააგენტოში ბრძანებები უკვე დაწერილია.

დავით სერგეენკოს უწყებაში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტები ეხმაურებიან.

მათი განმარტებით, გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად განცხადებაში სწორედ გაფიცვაა დასახელებული.

ახალგაზრდა იურისტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანად მიიჩნევენ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სოცმუშაკების მოვალეობას შტატგარეშე თანამშრომლები შეასრულებენ.

"საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში და აცხადებენ, რომ თითქოს მათ მოიძიეს არა სოცმუშაკები, სხვა პროფესიის ადამიანები, რომლებსაც თურმე შეუძლიათ იგივე ძალადობის მსხვერპლს ქალებს გაესაუბრონ, რაც არის ნონსენსი,"- ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ანთაძე. 

დღის ამბები