17 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
მსხვერპლთა იდენტიფიცირების პრობლემა ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის შემთხვევებში - საია-ს კვლევა

მსხვერპლთა იდენტიფიცირების პრობლემა ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის შემთხვევებში - "ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ამ თემაზე ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.

კვლევამ აჩვენა, რომ სამართალდამცავების მხრიდან შემაკავებელი ორდერების მონიტორინგი სათანადოდ არ ხორციელდება. შესწავლილი ასზე მეტი შემთხვევიდან მხოლოდ სამ შემთხვევაში მოხდა გენდერული დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთა პროკურატურის მხრიდან.

კვლევის თანახმად, ძირითადი განაჩენები  მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ხდება.  ასევე, გამოწვევად რჩება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე ეფექტური რეაგირება.

საია-ს მიერ განხორციელებული კვლევა  წინა ორი წლის მონაცემებს მოიცავს და მიზნად სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირების ეფექტურობას ისახავს.

 

დღის ამბები