03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
სტიქია სამეგრელოში - დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი სახლი

ზუგდიდში გამთენიისას ძლიერმა ქარმა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა.

სახურავი გზის სავალ ნაწილზე დაეცა და 10-მდე ავტომობილი მოიყოლა, რამდენიმე მანქანაში კი მგზავრი იჯდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კორპუსის გადახურვის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

საცხოვრებელი სახლების გარდა, ძლიერმა ქარმა ზუგდიდში სასწავლო დაწესებულებებიც დააზიანა. ქალაქის რამდენიმე სკოლა სახურავის გარეშე დარჩა, რის გამოც სასწავლო პროცესი ამ სკოლებში რამდენიმე დღით შეწყდა.

ზუგდიდის გარდა, სტიქიას ზარალი მოჰყვა წალენჯიხასა და ჩხოროწყუშიც. დაზიანდა ასამდე კერძო საცხოვრებელი სახლი, მათ შორის სოციალურად დაუცველთა ბინები.
მუნიციპალიტეტებში ზარალის დათვლა უკვე დაიწყო.

სამეგრელოში უამინდობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. დენი რეგიონის 20 ათასამდე აბონენტს გაეთიშა.

სინოპტიკოსები ამაღამ ტემპერატურის კიდევ უფრო ვარდნას ელოდებიან, თუმცა, მათი თქმით, ხვალიდან საქართველოს ყველა რეგიონში ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს.
თოვლის გამო შეფერხებები არ არის საავტომობილო გზებზე. გზების გაწმენდა დღეს დედაქალაქის შემოგარენშიც გახდა საჭირო, სადაც მთელი დღის განმავლობაში თოვდა.

ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, ემა გოგოხია, დავით კონჯარია, გიორგი ჯანგულაშვილი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები