17 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
ქართული ხორბლის კულტურას სახელმწიფო იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში წარადგენს

ქართული ხორბლის კულტურას სახელმწიფო, იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის “მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში” წარადგენს. იუნესკოში წარსადგენ შესაბამის განაცხადს ხელი განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა მოაწერეს.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ქართული უნიკალური ხორბლის ჯიშების ხელშეწყობა და ძველი ტრადიციების გაცოცხლება.

„ჩვენი ქართული ხორბალი მოხვდება უკვე იუნესკოს დაცვის ქვეშ. ეს გულისხმობს იმას, რომ ის უნიკალური ჯიშები, რომლებიც გაგვაჩნია ხორბლის და მართლაც, ეს არის ჩვენი არა მარტო კულტურული მემკვიდრეობა, არამედ, ასევე ვფიქრობთ, რომ მსოფლიო მეცნიერებისთვის ძალიან საინტერესო მასალა. ვფიქრობთ, რომ ის უნიკალური ჯიშები რაც გვაქვს არა მარტო უნდა დავიცვათ, არამედ ხელი შევუწყოთ მის განვითარებას,“- განაცხადა ბატიაშვილმა.

დღის ამბები