17 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
TBC ბანკის საქმე და საბანკო რეგულაციები - კობა გვენეტაძე საკითხების განხილვას კომიტეტის ნაცვლად, სესიაზე ითხოვს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ითხოვს, კანონმდებლების წინაშე აპრილის თვეში, პლენარულ სხდომაზე წარდგეს. კობა გვენეტაძემ მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარეს ელექტრონულად გაუგზავნა. 

გვენეტაძე პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა, თუმცა დღეს კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მისი მოთხოვნა გააცნო.

ოპოზიციონერ დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კითხვები "თიბისი" ბანკის საქმესა და ახალ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით აქვთ. ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმატში გასცემს გვენეტაძე კითხვებზე პასუხს. საკითხზე დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე იმსჯელეს.

"ევროპული საქართველოს" წევრების განცხადებით, რეგლამენტის მიხედვით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვალდებულია იმ კომიტეტში მივიდეს, სადაც დაიბარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგლამენტს დაარღვევს. ხათუნა გოგორიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვა გვენეტაძე პროცედურების შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს. 

„ეს არის პირდაპირ რეგლამენტის დარღვევა. იმ შემთხვევაში თუ ბატონი გვენეტაძე არ მობრძანდება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც მისი მხრიდან კანონის დარღვევას და მივმართავთ შესაბამისი რეაგირების ფორმებს. გთხოვთ, ჩააყენოთ საქმის კურსში ბატონი გვენეტაძე, რახან ერთ-ერთი ადრესატი თქვენ ხართ. მისი სურვილია როცა უნდა მოვიდეს პლენარულ სხდომაზე, მაგრამ ამ მოსვლას არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს მოთხოვნასთან,“- განაცხადა "ევროპული საქართველოს" მდივანმა ხათუნა გოგორიშვილმა.

დღის ამბები