17 ნოემბერი 2024,   14:56
ვრცლად
მარნეულის საკრებულოს ენმ-ს წევრი რაგიმ ასკეროვი პოლიციამ დააკავა

მარნეულის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი პოლიციამ დააკავა. მის სახლში ჩხრეკა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკეროვი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. უწყება ავრცელებს ვიდეომტკიცებულებასაც.

გამოძიების მიხედვით, ასკეროვი მოქალაქეს 3 ათასი ლარის სანაცვლოდ ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას ჰპირდებოდა.

ბრალდებას არ ეთანხმება ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ ჩხრეკისას სახლიდან წაიღეს ისეთი ნივთებიც, რომელსაც გამოძიებასთან კავშირი არ აქვს. სწორედ ამის გამო, ასკეროვის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ჩხრეკა დარღვევებით ჩატარდა.

ამ წუთებში კი რაგიმ ასკეროვის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ორგანიზაციის წევრები იმყოფებიან. 

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, აზერ სულეიმანოვს რაგიმ ასკეროვის მიერ ქრთამის აღების არ სჯერა.

ასკეროვის თანაგუნდელი, აგილ მუსტაფაევი ამბობს, რომ საკრებულოს წევრი მარნეულში გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

დღის ამბები