17 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
"რუსთავის მერი სცემეს, ნაცვლიშვილმა დაიბარა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა" - ტაბაღუას და მამაცაშვილის ნათესავების დაპირისპირების ახალი დეტალები 

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ახლო ნათესავისა და რუსთავის მერის დაპირისპირების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "პრესა ჯიმ" გაარკვია, რომ მას შემდეგ, რაც ირაკლი ტაბაღუა ათეულობით ადამიანის თვალწინ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის ახლო ნათესავმა, კობა კოკოლაშვილმა სცემა, ლაშა ნაცვლიშვილმა ის თბილისში დაიბარა და ფიზიკურად გაუსწორდა.

რუსთავის მერი იძულებით შვებულებაში გავიდა და საავადმყოფოშიც მკურნალობდა. მოგვიანებით, ირაკლი ტაბაღუამ დახმარება ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს სთხოვა და საქმის გასარჩევად მასთან პორტუგალიაშიც ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, სწორედ მისი ჩარევით შეინარჩუნა ტაბაღუამ თანამდებობაც. "პრესა ჯიმ" ასევე დაადგინა რა გახდა რუსთავის მერსა და ივანიშვილის ახლო გარემოცვას შორის დაპირისპირების მიზეზი.

„ბიზნესმენ გია ლეჟავას მამაცაშვილის კლანის წევრებმა აახიეს ქარხანა, რომელიც მდებარეობს რუსთავში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, გია ლეჟავა მივიდა რუსთავის მერთან ტაბაღუასთან და სთხოვა დახმარება თავისი წართმეული ქონების უკან დაბრუნებაში და ტაბაღუა მივიდა მამაცაშვილის ნათესავებთან და დაუსვა კითხვა, რატომ წაართვეს ამ ადამიანს ქარხანა.

რუსთავის მერი სცემეს, მაგრამ მანაც შეუბრუნა ხელი მამაცაშვილის ახლო ნათესავს. სწორედ ამის გამო, რომ გაბედა და შეუბრუნა რუსთავის მერმა ხელი მამაცაშვილის ნათესავს, უკვე ლაშა ნაცვლიშვილმა თბილისში დაიბარა ირაკლი ტაბაღუა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ისეთი, რომ ყურის ბარაბანი დაუზიანდა და რუსთავის მერი მოხვდა საავადმყოფოში,“-აცხადებს ”პრესა.ჯი”-ს ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე.

დღის ამბები