17 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
"ე.წ. კლანის წევრები სულ მცირე 20 წელი აპირებენ ყოფნას" - ვინ და რამდენი წლით ინარჩუნებს მოსამართლის მანტიას 

„მოსამართლეთა კლანი“ სასამართლო სისტემაში - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ სპეციალურ ინფოგრაფიკას აქვეყნებს, სადაც მოცემულია თარიღები, ვინ და როდემდე ინარჩუნებს მოსამართლის მანტიას.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ე.წ. კლანის წარმომადგენლები სასამართლო სისტემაში ყოფნას სულ მცირე 20 წელი აპირებენ.

უვადოდ გამწესებული ლევან მურუსიძე მოსამართლის პოზიციაზე 2040 წლამდე იქნება, მიხეილ ჩინჩალაძე 2043 წლამდე, დიმიტრი გვრიტიშვილი კი 2045 წლამდე.

EMC შექმნილ ვითარებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლების აუცილებლობაზე საუბრობს. გარდა ამისა არასამთავრობო ორგანიზაციაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში სახელდებოდნენ, როგორც გავლენიანი ჯგუფის ლიდერები და კლანის ლიდერები სასამართლოში, სწორედ მათ აქვთ უკვე გარანტირებულად, უვადოდ პოზიციები სასამართლო სისტემაში. ეს ერთის მხრივ აჩვენებს რამდენად საჩქაროა ფუნდამენტური რეფორმები სასამართლოში და რამდენად პრობლემურია ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებს იუსტიციის საბჭო,“-განაცხადა სოფო ვერძეულმა.

დღის ამბები