ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი უარყოფს, რომ „ტირიფონ ჰესით“ დაინტერესებულია. ბიზნესმენის მტკიცებით, ბიზნესმენ გოჩა გიუნაშვილის ბრალდება, რომ ის ჰესის მიტაცებას ცდილობს ცილისწამებაა.
დავის საგანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე ჰესია. ბიზნესმენის მტკიცებით, დავისა და გიუნაშვილების შესახებ მან "კურიერის" რეპორტაჟის საშუალებით შეიტყო.
გოჩა გიუნაშვილი კი კერძო საკუთრების წართმევაში, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს და “რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძეს ადანაშაულებს.
დაზარალებული ბიზნესმენი ამბობს, რომ ჩხარტიშვილმა "ტირიფონ-ჰესის" ხელში ჩასაგდებად სხვა და სხვა მაქინაციას მიმართა და დოკუმენტები გააყალბა. ოჯახურ საკუთრებაზე დავაში გიუნაშვილი სააპელაციო სასამართლომ 2006-ს წელს გაამართლა თუმცა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მან ქონება უნდა დაირეგისტრიროს, ამ დრომდე არ მიუღია.
ვანო ჩხარტიშვილი კი ამბობს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მისთვის სასამართლოდან არავის მიუმართავს.
„თითოეული ფაქტი,რომელიც არის გაჟღერებული არის სიცრუის ტირაჟირება, იმ მიზეზით,რ ომ უბრალოდ 1999 წელში არ ვმუშაობდი ბანკში. პირველად ვნახე ოჯახიც ადამიანიც, რომელიც თქვენს სიუჟეტში გამოვიდა და საერთოდ ბუნებაში არ ყოფილა ეს ისტორია. არასოდეს ამ თემასთან დაკავშირებით არავის მოუმართავს არც სასამართლოდან არც ბანკიდან და საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი,“-ამბობს ჩხარტიშვილი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.