„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ - ამ სახელწოდების ფორუმი დღეს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მამუკა ბახტაძემ გამოსვლაში არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ფორუმს რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის მთავარი თემა ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა დ ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იყო.
„პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმას ყოველ წლიური მაღალი დონის კონფერენციის ორგანიზებისთვის. ეს კონფერენცია ხელს უწყობს დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სფეროებში და როგორც მთავრობის მეთაურმა მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო მთავრობის მზადყოფნა, რომ ვიყოთ ამ დიალოგის ძალიან აქტიური მონაწილე,“- განაცხადა ბახტაძემ.