თეატრ ათონელზე ნიკა კოჩაროვის პირველი სოლო კონცერტი გაიმართა. მუსიკოსი
მსმენელის წინაშე განსხვავებული ამპლუით და ახალი პროგრამით წარდგა. კონცერტზე ახალი კომპოზიციები და ძველი სიმღერების განახლებული ვერსიები შესრულდა.
„სოლოა იმ გაგებით, რომ მარტო ვუკრავ ასე პირველად და რეალურად რაღაც საინტერესო მოვიფიქრე. არის უფრო კამერული კონცერტი, ეს დარბაზი არის მე მგონი ზედგამოჭრილი ამ კონცერტისთვის. იქვე ვაკეთებ არანჟირებას სიმღერების სცენაზე და ეს არის მე მგონი საინტერესო,“- განაცხადა მუსიკოსმა.