17 ნოემბერი 2024,   15:02
ვრცლად
სოციალური მუშაკების გაფიცვის მეხუთე დღე - ქუთაისში აქცია იმართება

სოციალური მუშაკების გაფიცვის მეხუთე დღე - თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად აქციას ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მართავენ. 

აქციის მონაწილეები დღეს ცენტრალურ მოედანზე, თეატრის წინ შეიკრიბნენ. მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ მოთხოვნების რამდენიმე პუნქტი დააკმაყოფილა, თუმცა ჯერ კიდევ აგრძელებენ პროტესტს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტს არ შეწყვეტენ ვიდრე პარლამენტში დღეს მიმდინარე შეხვედრა არ დასრულდება და ჯანდაცვის სამინისტრო მათთვის მისაღებ პირობებს არ დათანხმდება.

დღის ამბები