17 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
დედაქალაქის მერი ათონელის, ფხოვის, ფურცელაძისა და სობჩაკის ქუჩებზე მდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი ათონელის, ფხოვის, ფურცელაძისა და სობჩაკის ქუჩებზე მდებარე შენობების სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძემ ასევე, ორბელიანის მოედანზე დედაქალაქის მერიის მიერ კეთილმოწყობილი პირველი მიწისქვეშა პარკინგიც მოინახულა, სადაც 150 ავტომობილის განთავსება იქნება შესაძლებელი.

დედაქალაქის ცენტრალურ  ნაწილში სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 70 მილიონი ლარს შეადგენს, რომელიც მთლიანად მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ტერიტორიის რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო და წელს უნდა დასრულდეს.

 

დღის ამბები