გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის სტატისტიკა წარადგინა. ამ ეტაპზე რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 1 100-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის ელექტრონული განაცხადი კი 4 000-მდე აპლიკანტმა შეავსო.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია სამ აპრილამდე გაგრძელდება.