19 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
"გაუგებარი და ცოტა უპასუხისმგებლო" - არასამთავრობოები მმართველი გუნდის შეტევას პასუხობენ

მმართველი გუნდის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებზე მორიგ შეტევას  ბრალდების ადრესატები პასუხობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მესამე სექტორი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულეს.

ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ და დოკუმენტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გაიზიარებენ. 

მესამე სექტორის წარმომადგენელები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ იმის ნაცვლად, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ კონკრეტულ ნაბიჯები გადაიდგას, მმართველი გუნდი არასამთავრობო ორგანიზაციებს თავს ესხმის.

სოფო ვერძეული-ის სურათის შედეგი„ჩემთვის გაუგებარი და ცოტა უპასუხისმგებლოც არის, მაშინ, როცა წყარო არ არის ამ ანგარიშში მითითებული და კონკრეტული ადგილობრივი ორგანიზაცია არ არის ნახსენები, რა გახდა დეპუტატების მხრიდან საფუძველი, რომ პირდაპირ ხელის გაშვერა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მოხდეს. იმის ნაცვლად რომ შინაარსზე გველაპარაკა, მათ შორის ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხებზე გველაპარაკა, უკვე საკითხი სრულიად სხვა კონტექსტშია გადატანილი და მსჯელობა სხვა მიმართულებით მიდის. ჩემთვის ძალიან უცნაურია და ამიტომაც არ ვფიქრობ, რომ რაიმე ნაწილში ადგილობრივი ორგანიზაციები ან აქტივისტები, რომლებიც ნარკოპოლიტიკაზე მუშაობენ, ამ ანგარიშთან დაკავშირებით რაიმე ფორმით პასუხისმგებლობას იზიარებენ,“ - განაცხადა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში  საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ფულის გათეთრება ხდება. ამ ჩამონათვალში შესულ ქვეყნებში, ფინანსურ ტრანზაქციებში საერთაშორისო ნარკოტრეფიკიდანშესული ფულიც გადის. ანგარიშში საქართველოში უკანონო შემოსავლების მთავარ წყაროდ საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული სახელდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები