17 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
საადვოკატო ბიუროში ახალგაზრდის დაკავება - ადვოკატები პოლიციელებს უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ერთ-ერთ საადვოკატო ბიუროში 21 წლის ახალგაზრდის დაკავებას  ბათუმელი ადვოკატები ეხმაურებიან.

იურისტები პოლიციას დაშინებასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობაში ადანაშაულებენ.

ადვოკატთა კორპუსი მთავარ პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას მიმართავს და მოუწოდებს, გამოიძიონ ქობულეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდის დაკავების საქმე.  

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ 21 წლის ახალგაზრდა საკუთარი უფლებების დამცველთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და თავად აპირებდა პოლიციის სამმართველოში გამოცხადებას, რაზეც სამართალდამცავი ორგანო ინფორმირებული იყო, თუმცა მათ ადვოკატს დაასწრეს და პირი პირდაპირ ოფისში დააპატიმრეს.  

ადვოკატები უფლებამოსილების გადაჭარბებაზე საუბრობენ და ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები