"ბაკურიანი რეზიდენსში" გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტიაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
დამწვარია 150 მ² ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
საგანგებო სიტიაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება შესაბამის სამსახურში ხანძრის შესახებ 11:40 საათზე შევიდა. პირველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე 11:45 საათზე გამოცხადდა. მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძრის ლოკალიზება მოხდა 15:14 საათზე.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.