კომპანია „დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში შეჭრილი დევნილები ფართის დატოვებას არ აპირებენ. 150-მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა ტერიტორია გუშინ დაიკავა.
ისინი ბინების გადაცემას ითხოვენ. დევნილები ამბობენ, რომ სამინისტრო მათ შეჰპირდა "დირსის" ბინებით დაკმაყოფილებას, თუმცა პირობა არ შეასრულა. ადგილზე მისული იყო მინისტრის მოადგილე, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. დევნილები მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. დღის განმავლობაში ადგილზე რამოდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარება გახდა საჭირო.