თბილისში, ჭავჭავაძეზე დიდი რაოდენობით მიწა ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, მიწის მასაში მოყოლილია ორი ადამიანი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ადგილზე მაშველები იმყოფებიან. ისინი ჩამოშლილი მიწის მასაში მოყოლილი ორი ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ასრულებენ.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფიც იმყოფება.
როგორც ცნობილი ხდება, მიწის მასაში მოყოლილი ერთი მუშა 25 წლისა, მეორე კი - 41 წლის.
ადგილზე სამუშაოებს კომპანია "ტრანსმშენი" აწარმოებს.