03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
პროკურატურის კრიტიკა და გახმაურებული საქმეების გამოძიება - რა წერია უჩა ნანუაშვილის ანგარიშში?

სახალხო დამცველი 2014 წლის ანგარიშს აქვეყნებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გახმაურებული საქმეების დროულად გამოძიებაზე.

უჩა ნანუაშვილმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე იმ საქმეებს შორის, რომლებზეც, მისი თქმით, დღემდე კითხვის ნიშნები რჩება, თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების თავისუფლების სავარაუდო უკანონო აღკვეთა, მერაბიშვილის საკნიდან უკანონო გაყვანა, ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტი და სხვა მოვლენები დაასახელა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დროულად უნდა გამოიძიონ ეროსი კიწმარიშვილისა და ბესიკ ხარძიანის საქმეები.

უჩა ნანუაშვილმა ხაზგასმით ილაპარაკა პროკურატურის დამოუკიდებლობაზე და განმარტა, რომ მიუხედავად სახალხო დამცველის აპარატის არაერთი რეკომენდაციისა, დღემდე რჩება ლეგიტიმური კითხვები პროკურატურის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

უჩა ნანუაშვილმა საკუთარ ანგარიშში ლაფანყურის საქმისა და პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიებზეც გაამახვილა ყურადღება. 

დღის ამბები