03 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ომბუდსმენი ხელისუფლებას და პროკურატურას აკრიტიკებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 500-გვერდიან ანგარიშში გახმაურებული საქმეების გამოძიებისა და პროკურატურის კრიტიკის პარალელურად, ყურადღებას ამახვილებს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე და აცხადებს, რომ გასულ წელს ეს საკითხი საზოგადოებაში ისევ პრობლემად რჩებოდა.

ომბუდსმენის თქმით, მსგავსი ფაქტები ხდებოდა, როგორც პოლიციელების, ისე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდანაც. ნანუაშვილმა განმარტა, რომ ამ მიმართულებით პროკურატურამ 2014 წელს არაეფექტურად იმუშავა.

მან ყურადღებაა გაამახვილა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასათანადო პირობებზე და აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ პრობლემას ამ მიმართულებით სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულება წამორადგენს, რომელიც, ნანუაშვილის თქმით, აუცილებლად უნდა დაიხუროს.

ომბუდსმენმა ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა პატიმრების გარდაცვალების ფაქტების გამო. 

„საგანგაშო იყო რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, როდესაც ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი კონტროლის ქვეშ მყოფი პირების სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების ეფექტური დაცვა,” - აღნიშნა ნანუაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები