03 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
კორტავების ოჯახი სახელმწიფოს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვს

გეგუთის კოლონიაში გარდაცვლილი ლევან კორტავას ოჯახი განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, მათი შვილის საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულებიდან ერთ-ერთი - თეიმურაზ გურეშიძე უდანაშაულოა.

ოჯახი ასევე ითხოვს, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა იმ ექიმთა საქმიანობა შეისწავლონ, რომლებიც ციხიდან გადაყვანილ ლევან კორტავას მკურნალობდნენ.

ადვოკატი კი გარკვეულ საფრთხეზე მიუთითებს და შინაგან სააქმეთა სამინისტროსგან მათ დაცვას მოითხოვს.

ლევან კორტავა გეგუთის ციხეში 2013 წელს უგონო მდგომარეობაში ნაცემი იპოვეს. ის რამდენიმე საათში, საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

დღის ამბები