23 დეკემბერი 2024,   11:25
ვრცლად
შსს-მ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 34 წლის კაცი მეზობელ 67 წლის ქალზე სექსუალური ძალადობისთვის დააკავა

შსს-ს თანამშრომელბმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩნების საფუძველზე, 1984 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, რ.უ. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით, დუშეთში დააკავეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებულმა 1 მაისს მის მეზობლად მცხოვრებ, 1952 წელს დაბადებულ ნ.უ.-ზე სექსუალური ძალადობა სცადა.

 გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალირი ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

დღის ამბები