03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
რატომ გაამკაცრა ქვეყანამ სავიზო რეგულაციები - უმცირესობა თეა წულუკიანისგან განმარტებებს ითხოვს

ოპოზიცია იუსტიციის მინისტრისგან განმარტებებს ითხოვს, თუ რატომ გაამკაცრა ქვეყანამ ევროკავშირის წვერი მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციები.

საპარლამენტო უმცირესობის თქმით, სავიზო პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას რამდენიმე ასეული მილიონი დაუჯდა, ევროკავშირის არ მოუთხოვია.

ნაციოანლური მოძრაობა თეა წულუკიანს კონკრეტულ კითვაზე პასუხის გაცემას სთხოვს.

იუსტიციის მინისტრმა დღეს კომენტარზე უარი თქვა. 2 დღის წინ კი განმარტა, რომ ვიზების საზღვარზე გაცემის წესი არ აღდგება.

იუსტიციის მინიტრის ყოფილი მოადგილე, დავით ჯანდიერი, ამბობს, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება ევროკავშირს არც მიგრაციის კომისიის ფარგლებში მოუთხოვია და ასეთი მითითება არც სამოქმედო გეგმაში წერია.

ახალი სავიზო რეგულაციები გასული წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. ცალმხრივი უვიზო რეჟიმის ქვეყნების სია 94-მდე შემცირდა. შეზღუდვები ქვეყანაში დარჩენის ხანგრძლივობაზე დაუწესდათ ევროკავშირის წევრ მოქალაქეებსაც.

ოპოზიციის თქმით, ახალმა რეგულაციებმა ქვეყანას შარშან 400 მილიონი დააკარგვინა.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ცვლილებები ზედაპირულია და ითხოვენ, ქვეყანა 2012 წლამდე არსებულ სავიზო რეგულაციებს დაუბრუნდეს.

 

ავტორები: სოფო ზურაბიანი, მამუკა ჯინჭარაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები