16 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ის თამაშობს ხელისუფლების თამაშს და სწორედ იქითკენ მიდის გარემოებები, რომ დადგეს ნიკა გვარამიას გადაყენების საკითხი-თამთა მურადაშვილი

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის იურისტი ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება. თამთა მურადაშვილის თქმით, აბსურდია იმაზე საუბარი, თითქოს არხის გაკოტრება მიმდინარეობს და "რუსთავი 2"-ის 9%-იანი წილის მფლობელი ხელისუფლების თამაშს თამაშობს. რაც შეეხება დაგროვილ გადასახადებს, რომელზეც ნინო ნიჟარაძის ადვოკატი საუბრობს, თამთა მურადაშვილის თქმით, არხის 9%-იანი წილის მფლობელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგში რომ გაესაჩივრებინა მაშინ აღარ გაუჩნდებოდა მსგავსი შეკითხვები.

„არსებითად რაც მე მკაფიოდ დავინახე და კარგია რომ ითქვა, არის ის, რომ  ნინო ნიჟარაძეს არ გაუსაჩივრებია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგში. ადვოკატი ამბობს, რომ დროებითი ღონისძიება ისედაც შეჩერებული იყო. თუმცა ეს არის დროებითი ღონისძიება და არა არსებითი სარჩელი. არსებითი სარჩელის შედეგი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. მას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. ანუ მან არ განაცხადა პრეტენზია  უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ის საუბრობდა ასევე გაკოტრებაზე, რომელიც სრულიად გაუგებარია რაზე საუბრობს. გასაგებია, რომ ის თამაშობს ხელისუფლების თამაშს. იმიტომ, რომ სწორედ იქითკენ მიდის გარემოებები, რომ დადგეს ნიკა გვარამიას გადაყენების საკითხი სავარაუდოდ. თუ კი დღეს ჩვენ ვართ ეთერში ეს არის ნიკა გვარამიას დამსახურება და იმის ნაცვლად, რომ მადლიერი იყოს და ეთერში ვიყოთ, ის საუბრობს ნიკა გვარამიას  პასუხისმგებლობაზე. როგორც ჩანს, მისთვის ასევე გაუგებარია, რას ვითხოვთ სტრასბურგში გადასახადებთან დაკავშირებით. ეს სწორედ იმის ბრალია, რომ არასდროს დაუსვამს კითხვა, როგორ სულდგმულობდა კომპანია აქამდე და ეთერში როგორ ვიყავით საერთოდ. რადგან არ იცის და არ გაუსაჩივრებია  სტრასბურგში ვეტყვით, რომ ყადაღის გამოა კომპანია მძიმე მდგომარეობაში და რომ გაესაჩივრებინა მას სტრასბურგში, მას ეს ეცოდინებოდა. რაც შეეხება  კომისიის დასკვნას,   გასაგებია რომ კომისია არის მხარე, ის მუდმივად ებრძოდა "რუსთავი 2"-ს და ეს დასკვნა, რომელიც კომისიამ გამოაქვეყნა  არის იმისთვის, რომ გაიმართლოს საკუთარი თავი იმ მანკიერი და მახინჯი ნაბიჯების გამო,  რომელიც გადადგა  კომისიამ და რომლის გამოც სარეკლამო ბაზარი დაინგრა, შესაბამისად ეს ყველა არგუმენტი არის სრულიად უსაფუძვლო. პარტნიორთა  კრება შედგება, როგორც მათ მოიწერეს 25 მაისს და ყველა საკითხი განხილული იქნება იქ,“-განაცხადა სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი ორის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი პარტნიორთა კრების მოწვავას ითხოვს. ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა განმარტა მიზეზებიც რატომ შეიტანა სარჩელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ. ნიჟარაძის მხარემ განაცხადა, რომ მათ ევროსასამართლოსთვის არ მიუმართავთ. 9 პროცენტის წილის მფლობელი ტელეკომპანიის ფინანსურ დიკუმენტაციაზე წვდომას ითხოვს და ამბობს, რომ რუსთავი ორის ბიუჯეტში გადასახდელი თანხები აქვს, თუმცა მას მიზანმიმართულად არ იხდის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები