03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
გზა პანკისიდან სირიამდე - 16 წლის მოზარდი მესაზღვრეებს გაეპარა?

პანკისელები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და სირიაში გადასული ახალგაზრდების დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვენ. დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში დუისში შეკრებილი იყვნენ ხეობის უხუცესები.

შეხვედრაზე იმ მოზარდის მშობლებიც იყვნენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ სირიაში საომრად წავიდა.

16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი დამოუკიდებლად საბუთების მოწესრიგებას და ქვეყნიდან გასვლას ვერ მოახერხებდა.

სოფელ დუისში აცხადებდნენ, რომ შესაძლოა ახალგაზრდების სიარაიში საომრად გადასვლის აგიტაციას, სოფლებში ვაჰაბიტი მორწმუნეები ეწევიან, რასაც ბრალდების ადრესატები უარყოფენ.

პანკისელების განცხადებებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ მესაზღვრეებმა შეცდომა დაუშვეს. 

არაოფიციალური ინფორმაციით ამ დროისთვის სირიაში უკვე საქართველოს თერთმეტი მოქალაქეა დაღუპული. 

 

ავტორი - დავით ქაშიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები