03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის წესით მოსამართლეთა დანიშვნის საკითხს განიხილავს

კონკურსის წესით მოსამართლეთა დანიშვნა იქნება ის მთავარი საკითხი, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მომდევნო სხდომაზე განიხილავს.

ასევე დეტალურად შეისწავლის მოსამართლეთა დისციპლინარული გადაცდომების შემთხვევებს.

ამის შესახებ გუშინდელ სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც პირველად თავმჯდომარეობდა ნინო გვენეტაძე.

შეხვედრაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებზეც იმსჯელეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ამ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან ინფორმაციას იმ დადებითი თუ უარყოფითი მოვლენების შესახებ, რაც დაფიქსირდება საბჭოში.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები