03 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
„ეს უნდა იყოს განგაშის ზარი ხელისუფლებისთვის“ - ხათუნა ლაგაზიძე შვეიცარიის ელჩის განცხადებაზე

პროკურატურა უნდა დაინტერესდეს იმ ფაქტებით, რომლის შესახებაც საქართველოში შვეიცარიის ელჩი საუბრობდა. ასეთია ექსპერტთა მოსაზრება გიუნტერ ბეხლერის განცხადებაზე. მათი თქმით, დიპლომატი გადაუმოწმებელი ფაქტების შესახებ ასე ღიად არ ისაუბრებდა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი მიაჩნიათ, რომ ბიზნესმენებმა, რომლებიც ზეწოლაზე საუბრობენ, შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ ამ ფაქტების გასამოძიებლად. პარალელურად "საია" ამ საქმეებზე მოინტორინგსაც განახროციელებს.

„ეს უნდა იყოს განგაშის ზარი ხელისუფლებისთვის“ - აცხადებს "საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის" თანათავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძე.

როგორც გიუნტერ ბეხლერმა განაცხადა, უცხოელი ინვესტორები ჩივიან, რომ მათ აიძულებენ, გადაიხადონ გადასახადები ან ჯარიმები, რომლებიც გაუმართლებელია. ასევე ჩივიან, რომ სასამართლოში საქმეს აგებენ ძალიან უცნაური გარემოებებითა და მტკიცებულების გამოყენებით.

დღის ამბები