03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
ქუთაისი და მცხეთა ევროპის 16 უძველეს ქალაქს შორის დასახელდა

ბრიტანულმა გაზეთმა, ქუთაისი და მცხეთა ევროპის 16 უძველეს ქალაქს შორის დაასახელა.

სტატიის თანახმად, ორივე ქალაქი ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ტელეგრაფის მიერ გამოქვეყნებულ სიაში ქუთაისი მერვე, მცხეთა კი - მეთოთხმეტე ადგილზეა.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ორივე ქალაქის ისტორიაზე და წერს რომ პირველი მცხოვრებლები ქუთაისში ძველი წელთაღიცხვის მეორე ათასწლეულში გამოჩნდნენ და ის კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. რაც შეეხება მცხეთას, სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს უძველესი დედაქალაქი 3 ათასი წლის წინ დაარსდა და მისი სამი ისტორიული ძეგლი – ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის ტაძარი და სამთავროს მონასტერი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

დღის ამბები