03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
"უმრავლესობასაც უნდა აინტერესებდეს რას ფიქრობს მთავარი პროკურორი" - ზურაბ აბაშიძე

რას აკეთებს სამსახური, რომელიც სამართლიანობის აღდგენის მოტივით შეიქმნა - ოპოზიცია გიორგი ბადაშვილისგან ამ მთავარ კითხვაზე პასუხს ელოდება.

მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარებას თავისუფალი დემოკრატები ითხოვენ.

შესაბამისი პროცედურების დაწყებას ისინი პირველივე სესიაზე აპირებენ.

ოპოზიციის წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პროკურორის მისვლა უკავშირდება სპეციალური დეპარტამენტის შექმნას, პროკურატურაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.

„არამარტო ჩვენი ოპოზიციის ინტერესებში შედის პროკურორის მოსმენა, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობასაც უნდა აინტერესებდეს რას ფიქრობს მთავარი პროკურორი,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას ნაციონალური მოძრაობაც უერთდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები