16 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
ხელისუფლება დახარბებულია მიიტაცოს დამოუკიდებელი მასმედია - დავით ზურაბიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ნორმალური ხელისუფლება უნდა დაელოდოს გასაჩივრების ვადას სანამ არ ამოიწურება. მისი თქმით, აღსრულება მანამდე არ უნდა მოხდეს, ვიდრე არსებობს კონკრეტული პუნქტი, სადაც გასაჩივრების მექანიზმი არსებობს.

"თუ ხელისუფლება შეეცდება ახლავე აქ მიანგრ-მოანგრიოს ყველაფერი. მოიყვანოს თავის ხალხი დასვას, ეს ხელისუფლებისთვის იქნება წამგებიანი. ეს იქნება მკაფიო სიგნალი. დიდი პალატა, რომელიც განიხილავს შემდეგ ამას, ესეც იქნება მიღებული მხედველობაში.

რომ ვთქვა,რომ ამათ სინდისზე და ნამუსზე ვიქნები დამოკიდებული ასე არ არის. როგორც არ უნდა იყოს, ვარ დარწმუნებული, ნებისმიერ შემთხვევაში სიტყვის თავისუფლების ჩახშობას ხელისუფლება ვერ მოახერხებს.

ნიჰილიზმის საფუძველი არ გვაქვს , ბრძოლა გრძელდება,ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ერთად, დავიცვათ "რუსთავი2", რომელიც ჯერ კიდევ დასაცავია. 

ეს ხელისუფლება არაფერს არ ითვალისწინებს, არც წინა ხელისუფლების შეცდომებს ითვალისწინებს, მგონი საერთოდ არ იციან რა შეცდომები იყო,"-ამბობს დავით ზურაბიშვილი. 

მისი თქმით, ხელისუფლება "დახარბებულია მიიტაცოს" დამოუკიდებელი მასმედია. მისი თქმით, ამით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას პრობლემა შეექმნება.

დღის ამბები