03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
"ბოლომდე ამოვწურავთ ყველა ბერკეტს საყდრისის ნარჩენების გადასარჩენად,“- ნინო მიქიაშვილი

საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ საყდრისის მცველების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საქმე განსახილველად პირველ ინსტანციას დაუბრუნდა.

ჟურნალისტის, საყდრისის მცველის ნინო მიქიაშვილის განცხადებით, პირველი სასამართლო გადაწყვეტილება საყდრისთან დაკავშირებით იყო არასწორი.

„სამართლებრივად ვიბრძოლებთ ბოლომდე, ამოვწურავთ ყველა ბერკეტს საყდრისის ნარჩენების გადასარჩენად,“-განაცხადა ნინო მიქიაშვილმა.

საყდრისის მცველები კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ, რომლის საფუძველზეც კომპანია “არ-ემ-ჯი გოლდს” საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე სამთო მოპოვებითი სამუშაოების გაგრძელების უფლება მიეცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები