03 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
"საქართველოს პრობლემა აქვს გაეროსთვის ანგარიშების წარდგენის კუთხით", - ვირჯინია დანდანი

სახალხო დამცველი მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა. უჩა ნანუაშვილმა ქვეყანაში უფლებრივი დაცვის მიმართულებით მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რჩევები მოისმინა.

ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხება მოწოდებას მთავრობისადმი მოამზადოს მოხსენება გაერო-სთვის საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ. 

"კარგია, რომ გარკვეული რეკომენდაციები სრულდება. მაგრამ საქართველოს პრობლემა აქვს ანგარიშების მომზადების კუთხით. ბოლო 15 წლის განმავლობაში არცერთხელ მომხდარა გაეროსთვის სხვადასხვა საჭირო თემაზე ანგარიშის წარდგენა. რის გამოც უკვე 3 ძირითადი წარუდგენელი ანგარიში დაგროვდა. მინდა ვურჩიო სახალხო დამცველის ოფისს, რომ ხელისუფლებას დაეხმაროს და მოსთხოვოს მსგავსი ანგარიშების მომზადება", - განაცხადა გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სოლიდარობის საკითხებში ვირჯინია დანდანმა.  

ექსპერტების რეკომენდაციების დიდი ნაწილი ინფორმაციის თავისუფლების კუთხით ვითარების გაუმჯობესებას და ომბუცმენის როლის გაზრდასაც ეხებოდა.

დღის ამბები