19 მაისი 2024,   06:04
ვრცლად
3 დაღუპული და 12 დაშავებული - კალიფორნიაში ყოველ წლიურ ფესტივალზე უცნობმა დამსწრეებს ცეცხლი გაუხსნა

აშშ-ში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა. კალიფორნიის ქალაქ გილროიში გამართულ ყოველწლიურ ფესტივალზე უცნობმა მამაკაცმა მოულოდნელად  დამსწრეებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 12 ადამიანი.

ბოლო ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და პოლიცია იყო მობილიზებული.

მომხდარს შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

დღის ამბები