18 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
გავრილოვისა და რუსეთის ხელისუფლების გზავნილებს იმეორებს - ოპოზიცია ლორთქიფანიძეს ივანიშვილის სატელიტს უწოდებენ

დიმიტრი ლორთქიფანიძე სერგეი გავრილოვისა და რუსეთის ხელისუფლების გზავნილებს იმეორებს - ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიცია პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელის განცხადებებს.

ლორთქიფანიძე ამტკიცებს, რომ 20 ივნისს პარლამენტში განვითარებული მოვლენების უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას. მისი თქმით, შტურმში პირადად მონაწილეობდნენ ამერიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები. ოპოზიციაში კი ამბობენ,რომ ამ განცხადებებით ის სწორედ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების ნარატივს აგრძელებს.

Image result for სალომე სამადაშვილი„ეს არის იგივე გზავნილი, რაც ჩვენ მოვისმინეთ გავრილოვისგან. გავრილოვმაც განაცხადა,რომ ის ხალხი ვინც ტრიბუნიდან გააძევა გავრილოვი საუბრობდნენ ამერიკული ინგლისურით -ჩვენზხე იყო საუბარი. თქვა,რომ არ ვიცი ისინი დეპუტატები იყვნენ თუ ამერიკელი ინსტრუქტორებიო. როგორც ჩანს, ბატონი ლორთქიფანიძე იმეორებს იგივე გზავნილებს, რა გზავნილებიც არის რუსეთის პროპაგანდის მიერ დამუშავებული.

არანაირი განსხვავება არ არის „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ პოლიტიკასა და ლორთქიფანიძის მსგავსი პერსონაჟების მიერ გაკეთებულ გზავნილებს შორის. ისინი უბრალოდ უფრო ღიად და უფრო აშკარად ამბობენ იმას, რასაც ფიქრობს და ასევე აკეთებს არაპირდაპირ საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, სამართლებრივი დევნის განხორციელებით გზით ოპოზიციის წინააღმდეგ "ქართული ოცნება,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ლორთქიფანიძე და მისი მსგავსი პირები, რომლებიც საქართველოში პირდაპირ წარმოადგენენ პუტინს ცდილობენ ანტიდასავლური განწყობის გაღვივებას. მისივე შეფასებით, ეს პირები ბიძინა ივანიშვილის სატელიტები არიან და სწორედ მათი საშუალებით ცდილობს ივანიშვილი ანტიდასავლური განწყობის გავრცელებას.

Image result for ირმა ნადირაშვილი„მიზანმიმართულად არის ეს მცდელობა ანტიდასავლური კამპანიის გაღვივების, ლორთქიფანიძე გახლავთ პუტინის ფონდის თავმჯდომარე და გახლავთ სატელიტი ბიძინა ივანიშვილისა, ამიტომ მისი ნარატივი არის წმინდა ქოცური ნარატივი და თავისი სატელიტების საშუალებით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ანტიდასავლური განწყობები გააძლიეროს საქართველოში,“-აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები