18 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ქუთაისის მერიამ სარესტორნო მომსახურებისთვის 87 ათას ლარზე მეტი დახარჯა - გოგი წულაია

ქუთაისის მერიამ სარესტორნო მომსახურებისთვის 87 ათასი 112 ლარი დახარჯა -ინფორმაციას პარტია "თავისუფალი საქართველო" ავრცელებს. გოგი წულაიას მიაჩნია, რომ გაზრდილი ხარჯები ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორია.

წულაია მოუწოდებს მთავრობას, დაანონსებული ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა რეალურად ამოქმედდეს.

„გააკეთონ ის, რომ წარმომადგენლობითი ხარჯები, მერია იქნება თუ რაც იქნება, აიპები, მანქანები, ექსკურსიები, მივლინებები, ჭამა-სმა, ეს თანხები შეამცირონ, თორემ ამ ლარს არ შეაჩერებს არაფერი და ეს იქნება საქართველოს დასასრული,“ - განაცხადა გოგი წულაიამ.

მერიაში ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები