„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არანაირი პოლიტიკური დევნა გვარამიას მიმართ არ არის“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე "რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას.
დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას შეუძლია, მშვიდად იყოს, რადგან გამოკითხვაზე დაბარება მხოლოდ ჩვეულებრივი პროცედურებია.
„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არანაირი პოლიტიკური დევნა გვარამიას მიმართ არ არის, ასეთი რომ გვდომოდა, 2012-13 წელს, ძალიან კარგი საფუძვლები იყო მარტივად შეიძლებოდა ამის შეფუთვა. ეს ამოცანა რომ მდგარიყო და ამის გაკეთება რომ გვდომოდა, მაშინაც გაკეთდებოდა. ამიტომ, შეუძლია მშვიდად იყოს, ჩვეულებრივი პროცედურებია დარწმუნებული ვარ, რომელიც გარკვეულ საქმეს უკავშირდება, არ ვიცი კონკრეტულად რას. თუ არ ვცდები, მოწმედ არის დაბარებული, ასე რომ არამგონია, რამე აჟიოტაჟის საფუძველიც კი იყოს.“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ნიკა გვარამია, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. შეტყობინება "რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა დღეს მიიღო. ნიკა გვარამიამ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის თანხლებით, სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა.